სოფელ წაბლანაში მოსახლეობა, მეწყერსაშიშ ზონაში ხეების ჭრას აპროტესტებს

15 აგვ 2019

სოფელ წაბლანაში მოსახლეობა, მეწყერსაშიშ ზონაში ხეების ჭრას აპროტესტებს. ტერიტორია, სადაც ხეებს ჭრიან, ელექტროგადამცემ  ბოძებს ამონტაჟებენ. ეს ის ტერიტორიაა, სადაც მეწყერმა 30 წლის წინ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ მიმდინარე სამუშაოები და ხეების მოჭრა, მეწყერს კიდევ ერთხელ გააქტიურებას. ხელისუფლებას, პროექტების დაგეგმვისას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს გეოლოგი.