ბათუმში შერეულ ორთაბრძოლებში მე-8 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

16 აგვ 2019

ბათუმში შერეულ ორთაბრძოლებში რიგით მე-8 საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც   3  ქვეყნის 14 მებრძოლი მონაწილეობდა. მაყურებელმა 7 სანახაობრივი ბრძოლა იხილა. მათგან 6 ქართველი მებრძოლების ტრიუმფით დასრულდა.

ქართველმა მებრძოლეებმა ასოციაცია "მგლების" ქამარი მოიპოვეს, დაიცვეს და დაკარგულიც დაიბრუნეს.  შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა და ირანის წარმომადგენელი დაამარცხა დებიუტანტმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში დავით მოძმანაშვილმა.