გუგუტიანთკარში ოკუპანტები დილიდან გამოჩნდნენ

16 აგვ 2019

ორად გაყოფილი სოფელი და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ორი ოჯახი - სოფელ გუგუტიანთკარში  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ბორდერიზაციის  სამუშაოები თითქმის დაასრულეს, თუმცა რუსი სამხედროები ადგილზე  მაინც რჩებიან.  

ამ წუთებში სოფელში   დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელოდებიან. ადგილზე არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.