შაბათ-კვირას სანაპირო კურორტებზე იწვიმებს

16 აგვ 2019

უქმე დღეებში - დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, დღის მაქსიმალური ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.

შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე შაბათ-კვირას წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +24, +26 გრადუსი, ზღვაზე ღელვა 2-3 ბალი.

შედარებით გრილი და წვიმიანი ამინდი, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განპირობებულია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელებით