სასამართლო სისტემაში ავტორიტარული მმართველობაა - ნაზი ჯანეზაშვილი

16 აგვ 2019

,,მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემაში ავტორიტარული მმართველობაა“ - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, რომელიც გუშინ დასრულდა.  

50 კანდიდატიდან 20 უნდა შეარჩიოს საბჭოს წევრებმა, სია კი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.