მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას - ელიზაბეთ რუდი

16 აგვ 2019

სოფელ გუგუტიანთკართან მავთულხლართების გავლება ზიანს აყენებს რეგიონში უსაფრთხოებას და ხალხს ერთმანეთისგან ყოფს, – განაცხადა  საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.  

ელიზაბეთ რუდის თქმით, აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაახლა მავთულხლართების გავლება სოფელ გუგუტიანთკართან.