ტერიტორიული რეზერვის პროგრამის გაცნობა გრძელდება

19 აგვ 2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტს  რეზერვის მნიშვნელობასა და პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობენ. მორიგი შეხვედრა წეროვანში გაიმართება.