დოღში 22 წლის მხედარმა და "ლიმონამ" გაიმარჯვა

19 აგვ 2019

"ბახმაროს თასი 2019"-ის გამარჯვებული ცნობილია. დოღში პირველი ადგილი 22 წლის  ზუგდიდელმა საბა ეხვაიამ დაიკავა.  საბა შეჯიბრში საკუთარი ცხენით, სახელად "ლიმონათი" ასპარეზობდა. 

პირველი ადგილის მფლობელს თასი,  2500 ლარი და პერსონალური კომპიუტერი  გადაეცა.