"ყველაფერი კარგად იქნება" - ქიბარ ხალვაში

20 აგვ 2019

რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალური ქსელით ტელეკომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ეხმიანება. „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ქიბარ ხალვაში „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 ტელეკომპანია არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დინა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა  „კურიერის“ 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას დატოვეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

დღეს, 19 აგვისტოს,  გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტოკ შოუების წამყვანები ეკა კვესიტაძე და ნანაუკა ჟორჟოლიანი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, გიორგი გაბუნიას და გიორგი ლაფერაშვილის  გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იგეგმება.