Ryanair თბილისიდან და ქუთაისიდან ევროპის სამ ქალაქში იფრენს

21 აგვ 2019

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.