ბახმაროში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა

24 აგვ 2019

კურორტ ბახმაროში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი თავდაპირველად ერთ სახლს გაუჩნდა და მალევე მომიჯნავედ არსებულ მეორე ნაგებობაზეც  გადავიდა. შემთხვევა მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ზარალის ოდენობას შესაბამისი უწყებები დაადგენენ. მიმდინარეობს გამოძიება. 

ხანძრის ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ''ბახმაროს'' გვერდზე გავრცელდა.