რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სავარაუდოდ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება 

26 აგვ 2019

ოკუპირებულ აფზახეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ხაჯიმბა და არშბა დაუპირისპირდებიან. გუშინ გამართულ არჩევნებში ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხმების 26,6%-ით ლიდერობს, - ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ე.წ. აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ინფორმაციით, 154 საარჩევნო უბნიდან შედეგები დათვლილია 150 უბანზე და მიღებული მონაცემების თანახმად, ალხას კვიწინიამ - 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.