ახალსოფლის ტყეში დაკვამლიანებამ იკლო, ცეცხლის ღია კერები აღარ არის

26 აგვ 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში  ავიაცია არ ჩაერთო. ამ ეტაპზე დაკვამლიანებამ იკლო და ცეცხლის ღია კერები აღარ არის.როგორც საგანგებო შტაბში განაცხადეს, 80-მდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.

რთული რელიეფის გამო გუშინ სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა შეიყვანეს. სოფელ ახალსოფლიდან 5 კილომეტრში ხანძარს მეოთხე დღეა ებრძვიან.