ბათუმში ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა

26 აგვ 2019

ბათუმში ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა.  ფესტივალს წელს ბათუმის დრამატული თეატრი მასპინძლობს. გახსნითი კონცერტი პეტრე ჩაიკოვსკის სერენადებით დაიწყო. მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანია.

ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.  2 სექტემბრიდან კი იგი თბილისში, სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში გაგრძელდება.