საქართველოში ყოველწლიურად წყალში ასზე მეტი ადამიანი იღუპება - კამპანია ''იცურე მშვიდად''

27 აგვ 2019

კამპანია "იცურე მშვიდად" ბათუმში კვლევის პრეზენტაციას მართავს. კვლევაში საუბარია წყალში დახრჩობის შემთხვევებზე.  სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად წყალში ასზე მეტი ადამიანი იღუპება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი და პროგრესის ცენტრი, სახელმწიფოს რეკომენდაციასაც სთავაზობს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სახიფათო ადგილების იდენტიფიცირება და უსაფრთხოების ზომების დაცვა. კამპანიის ფარგლებში საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტსაც მიმართავენ.