ანაკლიაში ფესტივალზე ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავეს - შსს

27 აგვ 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ანაკლიაში ფესტივალ “Echowaves“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის 16 პირი დააკავა. 

სამართალდამცველებმა 13 პირი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ხოლო 3 - ქურდობის ბრალდებით აიყვანეს. 

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. სამი დაკავებულის ჩხრეკისას კი, ნაქურდალი ნივთები იპოვეს.