პოლიციამ კუბოში დამალული 300 კგ კანაფი იპოვა

28 აგვ 2019

კოლუმბიის პოლიციამ, სანტანდერის ტერიტორიაზე, კუბოში 300 კილოგრამი კანაფი აღმოაჩინა. BBC-ის ინფორმაციით, მოქალაქეები ნარკოტიკულ საშუალებას უცნაური ფორმით ინახავდნენ.

დაკავებულია კატაფალკის მძღოლი, რომლის ავტომობილშიც კანაფით სავსე ორი კუბო იპოვეს.