თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრს ხალხთან კომუნიკაციის ფორმას უწუნებს

29 აგვ 2019

ფერმერების აქციიდან რამდენიმე დღეში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  რეგიონის სოფლის მეურნეობის მინისტრს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას ავალებს. თორნიკე რიჟვაძემ  თხილის რეალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ტიტე აროშიძეს მთავრობის სხდომაზე მიუთითა.

მინისტრმა, რომელიც   რამდენიმე დღის წინ ფერმერების საპროტესტო აქციას  ნაციონალური უადგილო პროვოკაციად , დღეს პრობლემა აღიარა და თქვა, რომ მათ რეალიზატორებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.