სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგო თავის ადგილზე რჩება

30 აგვ 2019

ქართული ბლოკ-პოსტი სოფელ ჩორჩანაში რჩება. ეს გადაწყვეტილება, ქართული მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრის მონაწილეეები ამბობენ, რომ დიალოგი, კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.

ამის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციები რადიკალურად  განსხვავებული რჩება.