წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა

30 აგვ 2016

სოფელ ფურტიოში, სასმელი წყლის მისაყვანად წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სამი წყლის ავზი ეწყობა. წყალსადენის მაგისტრალი ფურტიოს გარდა ნენიასა და ბუთურაულის მოსახლეობაც მოემსახურება. ფურტიო-რაგვთის 29 კილომეტრიანი წყალსადენის მშენებლობის პროექტი ორწლიანია და ექსპლუატაციაში მომავალ წელს შევა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 5 მილიონი ლარი გამოიყო.