01 სექ 2019
საქართველოში ქალთა შორის კიბოთი ავადობის მიზეზებს შორის პირველ ადგილზე კვლავ ძუძუს კიბო, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე ყელისა და საშვილოსნოს დაავადებები იჭერს. მიუხედავად იმისა რომ მანდილოსნებს მთელი საქართველოს ფარგლებში მოქალაქეების სკრინინგი უფასოა მოქალაქეები სერვისს იშვიათად იყენებენ.
ბოლო წლებში უფასო სკრინინგის მოცვა საქართველოში და მათ შორის აჭარაში დაბალია. დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სპეციალურ კამპანიას ატარებენ, რათა მოქალაქეებმა გამოიყენონ უფასო სერვისი. მოსახლეობასთან სწორი მესიჯების მიწოდების მიზნით ბათუმში მედიასემინარიც გაიმართა.