„კრიმინალების პრეზიდენტი“ - აქცია ათონელის რეზიდენციასთან

01 სექ 2019

ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, მოქალაქეთა ნაწილმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება გააპროტესტა.

მათ ადგილზე სტიკერები გააკრეს, წარწერით: “კრიმინალების პრეზიდენტი; შეიწყალა პოლიციელის მკვლელი”. აქტივისტების თქმით, ხვალ, 2 სექტემბერს, ამავე ადგილას აქციაზე შეიკრიბებიან და პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოსთხოვენ პასუხს მისი გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე.