სამხედროების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება

31 აგვ 2016

გონიოში დღეს, ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. ცერემონია გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, საზღვაო ზოლის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც წვრთნებისას შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიკარგა.