9 -ში 9 საათზე მთავარი არხი პირდაპირ ეთერში -  ნიკა გვარამიასთან ერთად თუ მის გარეშე? 

06 სექ 2019

ახალი არხის მიკროფონით და ძველი გუნდით - ასე მივიდა ნიკა გვარამია დღეს პროკურატურაში. მასთან ერთად თუ, მის გარეშე არხი ეთერში გასვლას 9 სექტემბერს გეგმავს. სწორედ ეს დაასახელა გვარამიამ ხელისუფლების მთავარ პრობლემად.

 რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა.  გამოძიება არხის კუთვნილი ქონების გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალი წაუყენეს კიდევ ორ პირს, არხის ყოფილ ფინანსური დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს.