აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა - წინასწარი შედეგები

09 სექ 2019

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბამ იმარჯვებს.

წინასწარი შედეგებით, მან ხმების 47.38 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა ალხას კვიცინიამ კი - 46.19%.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ, 8 სექტემბერს გაიმართა. არჩევნებისთვის 152 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

რაც შეეხება პირველ ტურს, აფხაზეთში არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა. პირველ ტურში ხაჯიმბამ 26,6% მიიღო, ხოლო ალხას კვიციანს კი მხარდაჭერა ამომრჩევლების 24,6% გამოუცხადა.