ბათუმის დრამატულ თეატრში გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო გაიმართა

09 სექ 2019

ბათუმის დრამატულ თეატრში გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიება ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. ავტორმა მოწვეულ სტუმრებს  ლექსები წაუკითხა.

შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.  ღონისძიების დასრულების შემდეგ გურამ ოდიშარიას ახალი რომანის „შენთან-უშენოდ“ პრეზენტაციაც გაიმართა.