ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის ჩაკეტვის გამო, ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით მოძრაობენ

09 სექ 2019

ტბელ აბუსერიძის ქუჩის ჩაკეტვის გამო, შეცვლილი მარშრუტით მოძრაობენ მუნიციპალური ავტობუსებიც. ''ბათუმის ავტოტრანსპორტის'' ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტი ალტერნატიულ ქუჩებზე გადაერთვება. 

უფრო კონკრეტულად კი, #3 მუნიციპალური ავტობუსი ტბელ აბუსერიძის ქუჩის ნაცვლად, ფიროსმანის, ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების გავლით იმოძრავებს. იგივე იქნება უკუმიმართულებაც. 

ცვლილებები შეეხება #2, #2ა, #7, #7ა, #12, #16 მუნიციპალურ ავტობუსებსაც. ისინი ლორიას, პუშკინის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

#8 ავტობუსი კი ტბელ აბუსერიძის ქუჩის ნაცვლად, ჯავახიშვილის ქუჩაზე გადავა, შემდეგ კი პუშკინის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გავლით გააგრძელებს გზას. 

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, იგივე იქნება უკუმიმართულებაც. 

დღეს, 9 სექტემბერს ტბელ აბუსერიძის ქუჩა დილიდან სრულად ჩაკეტეს. აქამდე მოძრაობა გზის მხოლოდ ერთ ზოლში იყო დასაშვები.