„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი“ დაიხურა  

10 სექ 2019, 18:03

0
გაზიარება:

ბათუმის ხელოვნების ფესტივალი  გალა კონცერტით დასრულდა. ახალგაზრდა ვირტუოზებმა ბათუმის დრამატულ თეატრში  მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.

ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის და იუნესკოს პატრონაჟით 1 სექტემბრიდან მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა მიიღო.