აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 11%-ით შემცირდა

12 სექ 2019

აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი  600 ათასამდე  მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვეში  მგზავრთა ნაკადის მატება  მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დააფიქსირა.