ბათუმელების უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და ექვსმატჩიანი მოგებათა სერია

20 სექ 2019

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა ბათუმში . ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ბათუმის ,,დინამომ'' თბილისის ,,საბურთალო'' მინიმალური სხვაობის 1-0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმში 62-ე წუთზე ელვინ ტერამ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და დედაქალაქელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ.

შეხვედრაში გარდამტეხი ბრაზილიელების კომბინაცია გამოდგა.74-ე წუთზე გაბრილელ რამოსმა რამდინმე მეტოქე მარტივად ჩამოიშორა და ფლამარიონის მისამართით ლამაზი გადაცემა გააკეთა , ამ უკანასკნელმა კი ,,საბურთალოს'' მცველებს აჯობა და ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა. 

28 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 58 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია.   გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 29 სექტემბერს ქუთაისის  ,,ტორპედოს'' დაუპირისპირდება.