ქობულეთში 66-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

23 სექ 2019

ქობულეთში 66-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტ  სახელმწიფო და კერძო სერვისს მიიღებს.  შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. 

დღემდე საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისები გამგეობის შენობის გვერდით მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა.