გაეროს ბავშვთა ფონდი ე.წ. ოცნების ქალაქში არსებულ მდგომარეობას ეცნობა

25 სექ 2019

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში არსებულ მდგომარეობას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი გაეცნო. მისი განცხადებით  არსებული რეალობა არ შეესაბამება ბავშვების ნორმალური განვითარების პირობებს. იგი ხელისუფლებას სასწრაფო ზომების  მიღებისკენ მოუწოდებს.

ბავშვთა ფონდის დაფინანსებით დასახლებაში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა.