როგორ დაკომპლექტდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭო?

26 სექ 2019

მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულებულია. სიას უმაღლესი საბჭო არ ასაჯაროვებს. გვითხრეს, რომ ელექტრონული განაცხადების მიღება 12 საათამდე გრძელდება, თუმცა სიის გასაჯაროვებას არც ხვალისთვის აპირებენ.

4 ადგილია მრჩეველთა საბჭოში ვაკანტური. ვის ეკუთვნის ეს 4 კვოტა - როგორ კითხულობენ, ერთხელ უკვე სადავოდ გამხდარ კანონს უმრავლესობასა და ოპოზიციაში.