უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა

29 სექ 2019

3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პირს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

შსს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი, კალაშნიკოვის სისტემის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 30 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.