ბათუმში ნიჩბოსნობაში ღია ჩემპიონატი დასრულდა

29 სექ 2019

ბათუმში  ნიჩბოსნობის ღია ჩემპიონატი დასრულდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ   სხვადასხვა კატეგორიაში . შეჯიბრება სამ სახეობაში გაიმართა, ესენია: ბაიდარა, კანოე და ასკალა

ჩემპიონატში 11 ქვეყნის  250-მდე  სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია  რომ შეჯიბრი ნიჩბოსნობაში აჭარაში 33 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა.