აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მსოფლიო ჩემპიონ ლაშა გობაძეს შეხვდა

30 სექ 2019

შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლაშა გობაძეს შეხვდა, რომელმაც 15 სექტემბერს, ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ოქროს მედალი მოიპოვა.  მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე  სპორტის ხელშეწყობის და განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.