„ქართული ოცნების“ მმართველობის 7 წელი - განცხადებები პარლამენტში

01 ოქტ 2019

ყველა შესრულებული პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა,  სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაიწყო - ეს განცხადებები გაკეთდა დღეს პარლამანეტში. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახალი და მნიშვნელოვანი ''ქართულ ოცნებას'' არაფერი გაუკეთებია, ხელისუფლების  7 წლიან მუშაობას რეგრესად აფასებენ და ღიად ამბობენ, რომ ქვეყანა წარსულში დაბრუნდა.  

ოპონენტებს არ ეთანხმება ხელისუფლება, საუბრობენ კონკრეტულ რეფორმებზე, რომლებზეც მუშაობენ და ამტკიცებენ, რომ  მათი პოლიტიკა სწორია.