ნათია თურნავა: „მიწად რეგისტრირებული ზღვის გაყიდვა გადაწყვეტილი არ არის“   

01 ოქტ 2019

პრეზენტაციაზე რომელიც დღეს ფოთში გაიმართა, როგორც ნახეთ საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც იმყოფებოდა, რომელსაც ჩვენ ვკითხეთ რას აპირებს ხელისუფლება მიწად დარეგისტრირებულ ზღვასთან დაკავშირებით.

როგორც იცით სახელმწიფომ, ბათუმში ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი, რამდენიმე დღის წინ დაირეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, „რივიერა ბათუმის“ და „სილ-როუდ ჯგუფის“ გავლით ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდზე გადის.