35 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, 7 პირი კი დააკავეს - საგამოძიებო

03 ოქტ 2019

სამართალდამცველებმა სექტემბერში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე მხილებულია 13 პირი, მათგან 7 დაკავებულია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 35 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.