უკრაინაში თვითმფრინავის ავარიულად დაშვებისას 4 ადამიანი დაიღუპა

04 ოქტ 2019

უკრაინაში, ქალაქ ლვოვში სამხედრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. 

AN-12 ტიპის თვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით მიფრინავდა, ლვოვის აეროპორტში კი საწვავის შესავსებად უნდა დაშვებულიყო. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე,  ის რადარებიდან გაქრა. 

შემთხვევა აეროპორტიდან 13 კილომეტრის მოშორებით მოხდა.