ნარკოტიკების მოხმარებისთვის პოლიციელი დააკავეს

08 ოქტ 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე, პოლიციელი დააკავა. მამაკაცი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, საპატიმრო გირაო შეუფარდა.

''მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 7 ოქტომბერს ჰ.მ.-ს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით'' - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება.

გუშინ კი, ის ორი პოლიციელი დააკავეს, რომლებსაც 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობასა და თანამონაწილეობაში ედებათ ბრალი.