მოსამართლეებთან მმართველ გუნდს მწვავე შეკითხვები აქვს - არჩილ თალაკვაძე

11 ოქტ 2019

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არის უპრეცედენტო თავისი გახსნილობით და დემოკრატიის მაღალი სტანდარტით - განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ

არჩილ თალაკვაძის თქმით,  მოსამართლედ მხარს იმ კანდიდატებს დაუჭერენ, ვინც საპარლამენტო მოსმენების პროცესში საკმარის ნდობას მოიპოვებს. მისი თქმით, კანდიდატების მიმართ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მწვავე კითხვებს სვამენ.