კალიფორნიაში ტყის ხანძრისას 3 ადამიანი დაიღუპა

13 ოქტ 2019

კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძრისას 3 ადამიანი დაიღუპა. ლოს-ანჯელესის მახლობლად ხანძრის ორი მსხვილი კერაა. აქედან ერთ-ერთი ქალაქიდან 70 კილომეტრშია და სამი ათას ჰექტარზეა გავრცელებული. ცეცხლმა 100-ზე მეტი შენობა გაანადგურა.

ხანძრის გამო სტიქიის ზონაში და მის მიმდებარედ დაიხურა სკოლები და დაიკეტა ავტომაგისტრალები. ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, დასახლება სილმარში ცეცხლმოკიდებულ რანჩოდან მაშველებმა 40 ცხენი გადაარჩინეს.