ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

18 ოქტ 2019

ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მეორე ეტაპის სამუშაოები მოიცავდა ნაეკლესიარის გალავნის, მინაშენისა და სამარხების საკონსერვაციო სამუშაოებს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 70 000  ათასი ლარი დაიხარჯა.

ორი  წლის წინ მოხდა ტაძრის კედლების გამაგრება, ნაწილობრივი რესტავრაცია და კონსერვაცია. ხინოწმინდის ეკლესია სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აშენებული.