აფეთქება თბილისში - დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია

19 ოქტ 2019

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საფრთხე არ ემუქრება.   უწყების ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა 6 ადამიანს დასჭირდა, აქედან ორი, ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.   

ერთ-ერთი მათგანის  მდგომარეობა, უწყების ინფორმაციით,  საშუალო სიმძიმისაა.   აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. ვიდრე დადგინდება რამდენად მდგრადია დაზიანებული კორპუსი, დაზარალებულები დროებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.