საკრუიზო ტურიზმის პერსპექტივები

05 სექ 2016

მიუხედავად იმისა, რომ საკრუიზო გემები ბათუმის პორტს არც ისე იშვიათად სტუმრობს, კვლავ სადავოა საკითხი - აქვს თუ არა ჩვენს ქალაქს საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივა. შავი ზღვის ქვეყნებში ტურიზმის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით  ევროკავშირმა სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რასაც ქართული მხარე ეცნობა.