აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მიიღო

23 ოქტ 2019

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს  კიდევ ერთი მხარდამჭერი აქტი  ჩვენს ქვეყანას.   ორპარტიული  აქტი  გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. 

 დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პოლიტიკაა, არ აღიაროს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოყენებით ტერიტორიული ცვლილება, მათ შორის, არაკანონიერი შეჭრა და საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ასევე, ამერიკის პოლიტიკაა დაგმოს მიმდინარე დაკავებები, გატაცებები და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები, რომლებიც ჩადენილია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. დოკუმენტში საუბარია საქართველოს დახმარებაზეც კიბერუსაფრთხოების სფეროში.