როგორ აპირებს მერია ავარიულ სახლებში მცხოვრებთა პრობლემის მოგვარებას?

23 ოქტ 2019

როგორ აპირებს მერია ავარიულ სახლებში მცხოვრებთა პრობლემის მოგვარებას? სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა გასულ და მიმდინარე წელს 100 სახლის  მდგომარეობა შეისწავლეს, ამ დროისთვის მხოლოდ 45-ზე  მომზადდა დასკვნა.

  მერიაში ამბობენ,რომ მათგან უმეტესობის გამაგრება ფინანსური თვალსაზრისით არამიზანშეწონილია. გასულ წელს შესწავლილ ავარიულ სახლებში მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ამ დრომდე ელოდებიან. მათ შორისაა გენერალ კვინიკაძის სამ ნომერში მცხოვრები 8 ოჯახი. როდის გაიყვანს მერია ქირით მათ და როგორ აპირებს თვითმმართველობა პრობლემის მოგვარებას?