სამთავრობო, საკანონმდებლო და საჯარო უწყებების საიტები გატეხეს - ყველგან მიხეილ სააკაშვილის ფოტოა

28 ოქტ 2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, საერთო სასამართლოების, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის საკრებულოს ვებგვერდები გატეხეს. გატეხილია ქედის მერიისა და საკრებულოს საიტიც.  ვებგვერდის გახსნისას, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით: I'll be back (მე დავბრუნდები).

გატეხილია აჭარის მთავრობის ძველი დომენი ajara.gov.ge, ხოლო ახალი დომენით adjara.gov.ge  ჩართულია და ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. 

აჭარაში გატეხილია შემდეგი გვერდები: 

. ბათუმის საკრებულო

. აჭარის უმაღლესი საბჭო

. ქედის მერია და საკრებულო

. ბათუმის დრამატული თეატრი

. აჭარის სურსათის ეროვნული სააგენტო

 

 

წინასწარი ინფორმაციით, გატეხილია სამთავრობო საიტების სერვერი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას, კომპიუტერული მონაცემის ან სისტემის ხელყოფას გულისხმობს.