TV25-ის საიტზე კიბერშეტევა განხორციელდა - კომპანიის განცხადება

28 ოქტ 2019

კიდევ ერთ მედიასაშუალება, რომელეზეც, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა TV25-ია. მედიასაშუალების წარმომადგენლების ინფორმაციით,  საიტზე შესვლა შესაძლებელია, თუმცა რამდენიმე წამში ითიშება და სხვა გვერდზე გადადის. 

მედიასაშუალების ფბ გვერდზე წერია, რომ  "TV 25"-ის ვებგვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა. ამ დროისთვის არხის ოციფიალურ გვერდზე ინფორმაციების წაკითხვა შეუძლებელია". 

სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა ტელეკომპანიებზე - მასეტრო და იმედი, ისინი ეთერში გასვლას ვერ ახერხებენ. 

ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა დღეს ათასობით საიტზე, მათ შორის სამთავრობო, არასამთავრობო, მედია და კერძო სტრუქტურების ვებგვერდებზე. 

ყველა იმ საიტზე, რომელიც პროსერვისზე იყო განთავსებული.